1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„შავნაბადას“ სცენაზე „ანტიგონემ“ ანშლაგით ჩაიარა

ჩამოტვირთვა

სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება, უსამართლობასთან ჭიდილი – ეს ზოგადსაკაცობრიო საკითხები განიხილეს და სცენაზე გააცოცხლეს საერო გიმნაზია „შავნაბადას“ მოსწავლეებმა სასწავლებლის სცენაზე. უკვდავ სპექტაკლ „ანტიგონეში“ ამჯერად ნორჩმა მსახიობებმა ითამაშეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე ღირსეულად წარსდგნენ. რა ძალა აქვს კანონს, სად იმალება სიმართლე, არის კი კანონი სამართლიანი – ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხებს, ყოველთვის, ყველა საუკუნესა და ბევრ ქვეყანაში მუდმივად ეძებდნენ. სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ჩახვაძე ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ყველა შეკითხვაზე შეძლეს პასუხის გაცემა. ახალგაზრდების სპექტაკლმა დღეს „შავნაბადას“ სცენაზე ანშლაგით ჩაიარა. თუმცა „შავნაბადას“ ნორჩი მსახიობებისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია და გაგრძელება იქნება, საკუთარ შემოქმედებას საზოგადოებას კიდევ ბევრჯერ წარუდგენენ. „აიტივი“ კი ახალგაზრდა დასს წარმატებებს უსურვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები