საზოგადოება
თბილისი - “ინტერნეტ ქალაქი”
2012-06-04 18:14:02
ჩამოტვირთვა
ქუჩები, სკვერები, მეტროები, ავტობუსები, კაფე-ბარები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები - უფასო-უსადენო ინტერნეტით მალე მთელი ქალაქი დაიფარება. უპროცენდენტო პროექტს თბილსის მერია ახორციელებს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სწრაფი და კომფორტული მომსახურებით სარგებლობა უკვე ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.
უფასო ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია მომხმარებელმა ჩართოს კომპიუტერი, ტელეფონი ან სხვა მოწყობილობა, მოძებნოს ქსელი სახელწოდებით „Tbilisi Loves You“ და ქსელში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შევიდეს. თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, სტუდენტებთან შეხვედრისას ინტერნეტ ქალაქის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
უფასო, სწრაფი და საიმედო ინტერნეტ სერვისით სარგებლობა მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში იქნება შესაძლებელი. კაფე-ბარების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ მერიის გრანდიოზული პროექტი მარკეტინგული თვალსაზრისით მომგებიანი იქნება.
ვაიფაის სისტემით, თბილისის სრულად აღჭურვა 2012 წლის ბოლოს დასრულდება.
კომენტარები