საზოგადოება
ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმეს საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს
2012-06-04 12:29:35
ჩამოტვირთვა
2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველზე მომხდარი, 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმეს, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს. დღესვე, მკვლელობაში ეჭვმიტანილ, დავით რუსიშვილს განაჩენს გამოუტანენ.
გამოძიების მიხედვით, მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი. დავით რუსიშვილმა, ივერი გოგბერაშვილთან და ირაკლი აგლაძესთან შეთანხმებით, ტარყაშვილს ცეცხლი გაუხსნა.
ბრალდებულებმა მსხვერპლს 11 ჭრილობა მიაყენეს.
რუსიშვილის აღიარებითი ჩვენების მიხედვით, ტარყაშვილს პირველად მან ესროლა, შემდეგ ირაკლი აგლაძემ, ბოლოს ივერი გოგბერაშვილმა ტარყაშვილის მიმართულებით, ორი საკონტროლო გასროლა განახორციელა.
შინაგან სამქეთა სამინისტრომ რუსიშვილი მესამე დღეს დააკავა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით ჩევნება შეცვალა და სწორედ ამ მიზეზით, იგი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება.
რაც შეეხება მკვლელობის ორგანიზატორ ივერი გოგბერაშვილს, იგი უკრაინაში დააკავეს.
ირაკლი აგლაძე კი ამ დრომდე იძებნება. გამოძიება, პარალელურად, მკვლელობის სხვა თანამონაწილეების შესახებაც მუშაობს.
კომენტარები