მსოფლიო
პოლიციამ პრესა.ჯი-სა და დრონი.ჯი-ზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ბრალდებული დააკავა
2012-06-04 11:06:47
ჩამოტვირთვა
პოლიციამ ინტერნეტპორტალ პრესა ჯისა და დრონი ჯი-ზე განხორციელებულ კიბერ შეტევაში ბრალდებული დააკავა.
ბრალდებულ ლევან დარჯანიას, კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ დამზადება და გავრცელება ედება, რამაც ინტერნეტ პორტალების ფუნქციონირების განზრახ შეფერხება გამოიწვია.
ლევან დარჯანია, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულშია მხილებული.
~
ინტერნეტ პორტალ პრესაჯისა და დრონიჯიზე კიბერთავდასხმა 1 ივნისს დაახლოებით დღის 4 საათზე განხორციელდა.
კომენტარები