1 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნივთებდამოკიდებულება-ალოგიკური ფსიქიური დაავადება

ჩამოტვირთვა

ნარკოტიკები, სასმელი, დამაშვიდებელი აბები, ეს ტკივილის დავიწყების ის არასწორი მეთოდებია, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ ბევრი რამ იცის, მაგრამ უბედური ადამიანის გონებას უფრო მეტი ალოგიკურობის მოფიქრებაც შეუძლია. მაგალითისთვის გიამბობთ იმ ადამიანების ისტორიას, რომლებიც დეპრესიას ვერ გაუმკლავდნენ და საკუთარი ცხოვრება უცნაური მეთოდით აურიეს. 55 წლის ამერიკელი პენსიონერი ბენი უკვე 20 წელია ამ სახლში ცხოვრობს, ყველაფერი მისი მშობლების გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. როგორც თავად იხსენებს დედის სიკვდილის შემდეგ ბენიმ საშინელი მარტოობა და სიცარიელე იგრძნო, მამის გარდაცვალების გამო კი მამაკაცი თავს დამნაშავედ გრძნობდა რადგან მშობელი ავადმყოფობისგან ვერ დაიცვა. მარტოობის გასაქარწყლებლად და თავის დასჯის მიზნით ბენიმ საკუთარი სახლი ნელ-ნელა უზარმაზარ საწყობად აქცია და 20 წელი უსარგებლო ნივთების ტყვეობაში გაატარა. იგივე პრობლემა აქვს დალასში მცხოვრებ 46 წლის რონდას, რომელმაც უსარგებლო ნივთების შეგროვება ქმართან განშორების შემდეგ დაიწყო. წლების წინ რონდას ქმარმა ფეხმძიმე ცოლი და 2 შვილი მიატოვა, მარტო დარჩენილმა რონდამ საყვარელი მამაკაცის წასვლა ძალიან განიცადა, დედის ნერვიულობამ ნაყოფზე იმოქმედა და რონდას მესამე შვილი მკვდარი დაიბადა. ბავშვის გარდაცვალებამ რონდას მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, ქალი ცდილობდა საკუთარი პრობლემები შოპინგის საშუალებით დაევიწყებინა და ყოველდღიურად უამრავი ნივთის შეძენა დაიწყო. დროთა განმავლობაში რონდას სახლი უსარგებლო ნივთებით ისე აივსო, რომ მის შვილების დედის ატანაც კი აღარ შეეძლოთ. რონდას შვილებმა მშობლიური სახლი სკოლის დამთავრებისთანავე დატოვეს და დედასთან სტუმრობასაც კი ერიდებოდნენ. რონდასა და როის მავნე ჩვევის შესახებ დოკუმენტური ფილმის მომზადებისას, ამერიკელმა პროდუსერებმა მათი დახმარების გადაწყვეტილება მიიღეს. ფილმის ნივთებდამოკიდებული გმირებისთვის მათ ფსიქოლოგები და ინტერიერის დიზაინერები დაიქირავეს. რონდასა და როის პრობლემის მოგვარების საქმეში მათი შვილები და შვილიშვილებიც ჩაერთნენ. ფსიქოლოგებთან და ოჯახის წევრებთან გულწრფელმა საუბრებმა ნივთებდამოკიდებულ ქალსა და მამაკაცს ნორმალური ცხოვრების სურვილი გაუჩნდათ. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ სპეციალისტებმა ისინი სახლის დალაგებაზე დაიყოლიეს. რონისა და რონდას სახლებიდან უსარგებლო ნივთების გამოსატანად რამდენიმეკაციანი ჯგუფის დაქირავება გახდა საჭირო. დალაგების პროცესს ესწრებოდნენ ფსიქოლოგებიც, რომლებიც რონდასა და როის ნივთების დათმობასი ეხმარებოდნენ. 46 წლის რონდამ მოახერხა უარი ეთქვა ყველა უსარგებლო ნივთზე და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მისი სახლი ძალიან კომფორტული გახდა. უსარგებლო ნივთების დიდ ნაწილზე უარი თქვა როიმაც, რომელსაც ახლა იატაკის ნაცვლად საწოლზე სძინავს, თუმცა 55 წლის მამაკაცისთვის ყველა ნივთის ერთდოულად გადაგდება რთული აღმოჩნდა. დალაგების შემდეგ როის სახლში ისევ დარჩა უსარგებლო ნივთები მაგრამ როი მათ გადაყრას ეტაპობრივად გეგმავს. ნივთებდამოკიდებულება როგორც ფსიქიური აშლილობის ფორმა ხშირი დაავადება არ გახლავთ, მაგრამ ამერიკაში ამ განხრით სპეციალიზირებული ფსიქოლოგები მაინც არსებობენ, რაც იმას ნიშნავს რომ რონდასა და როის მსგავსი შემთხვევები არც მთლად იშვიათია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები