მსოფლიო
ვინ დგას ქართულ ინტერნეტსივრცეში დატრიალებული ქაოსის უკან?
2012-06-01 18:27:16
ჩამოტვირთვა
ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართული ინტერნეტსაიტი პრესა ჯი ამ დრომდე გამორთულია. ჰაკერებისგან დაზიანებული სერვერის აღდგენას სპეციალისტები უკვე მეორე დღეა ცდილობენ, მაგრამ კიბერთავდასხმა იმდენად სერიოზული იყო, რომ საიტის ჩართვა ჯერ ვერ ხერხდება. პრესაჯის პარალელურად ჰაკერებმა დააზიანეს ინტერნეტგამოცემა დრონი ჯიც, რომელიც 24 საათინი პარალიზების შემდეგ კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის პროგრამისტებმა აღადგინეს, მაგრამ ერთი საათის შემდეგ დრონი ჯიზე განმეორებიტი თავდასხმა განხორციელდა და საიტი ისევ გაითისა.
პრესაჯისა და დრონიჯიზე კიბერთავდასხმა გუშინ დაახლოებით შუადღის 4 საათზე განხორციელდა, საიტების გათიშვის შემდეგ საქმეში სამართალდამცველები ჩაერთნენ. კიბერთავდასხმის პოლიტიკური მიზნით განხორციელებას არ გამორიცხავს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე.
პრესა ჯისა და დრონი ჯიზე განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მხრიდან რამდენიმე ქართულ საიტზე განხორციელებული შეტევის შემდეგ საქართველოში მსგვასი სიმძლავრის კიბერთავდასხმა არასოდეს მომხდარა.
აღსანიშნავია ისიც რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში კიბერთაავდასხმები სხვა ქართულ საიტებსა და პერსონალურ გვერდებზეც განხორციელდა. ვინ დგას ქართულ ინტერნეტსივრცეში დატრიალებული ქაოსის უკან ამას გამოძიება დაადგენს.
კომენტარები