მსოფლიო
კომპანია „ბლექ სი სატი“ ფუნქციონირებას იწყებს
2012-06-01 18:01:14
ჩამოტვირთვა
ქართული თანამგზავრული მაუწყებლობის კომპანია „ბლექ სი სატი“, დღეიდან, ფუნქციონირებას იწყებს.
მახათას მთაზე, „ბლექ სი სატმა“ კავკასიის რეგიონში პირველი თანამგზავრული გადამცემი სადგური გახსნა.
ახლადგახსნილი სადგურის საშუალებით, 28 ქართული არხის სიგნალი თურქსატის თანამზავრზე გადაიცემა, რის შემდეგაც, თანამგზავრული სიგნალით კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონები დაიფარება.
პრეზენტაციაზე, თურქსატის გენერალურმა დირექტორმა, ოზკან დალბეიმ და „ბლექს სი სატის“ დირექტორმა, მამუკა ცქიტიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მათი განცხადებით, კომპანიის მიზანი საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე ლიდერის პოზიციის დაკავებაა.
თურქსატთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელე-რადიო კომპანია „აჭარამაც“ გააფორმა.
პრეზენტაცია ვიცე-პრემიერმა, გიორგი ბარამიძემ და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გახსნეს. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, აღნიშნული სიახლით, საქართველოს 28 არხის გადაცემები მსოფლიოს მაშტაბით ხელმისაწვდომი გახდება.
„ბლექ სი სატი“ გარდა ქართული არხებისა, მომხმარებელს, ჯერ თბილისში, ხოლო შემდგომ, საქართველოს სხვა ქალაქებში, 100 ყველაზე პოპულარულ არხს შესთავაზებს.
კომენტარები