საზოგადოება
16 წლის მოზარდმა შეყვარებულის გამო თვითმკვლელობა სცადა
2012-05-31 17:08:46
ჩამოტვირთვა
რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან მოზარდი გადმოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, გოგონამ თვითმკვლელობა სცადა.თვითმხილველები ამბობენ, რომ გოგონა შეყვარებული იყო და მისი გადაწყვეტილების მიზეზიც ეს გახდა. დაშავებულს პირველადი დახმარება რუსთავის საავადმყოფოში აღმოუჩინეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა.
მოგვიანებით გოგონა თბილისის იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაშავებული მართვით აპარატზეა გადაყვანილი. მოზარდს, შესაძლოა, ზედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდეს.
კომენტარები