საზოგადოება
კარაბინერები კალაძისა და ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორის კავშირებით დაინტერესდნენ
2012-05-31 14:09:41
ჩამოტვირთვა
ახალი დეტალები იტალიის საფეხბურთო სკანდალთან დაკავშირებით - ჩხრეკა 150 ფეხბურთელის სახლში ჩატარდა, მათ შორის კახი კალაძის კუთვნილ ბინაშიც.
როგორც ფეხბურთელი განმარტავს, ჩხრეკისას იგი სახლში არ იმყოფებოდა. სამართალდამცველებს კი მისმა მეუღლემ მოთხოვნისთანავე გადასცა კალაძის პირადი კომპიუტერი.
ასევე, ახალი დეტალები ირკვევა გარიგებაში ეჭვმიტანილ ალტიკ საფეტთან დაკავშირებით. მან გამოძიებას დაუდასტურა, რომ მას და კალაძეს შორის ნამდვილად შედგა სატელეფონო საუბარი და ეს არანაირ კავშირში არ იყო გარიგებულ მატჩებთან.
ყოფილი ფეხბურთელი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, იტალიაში ჩავიდეს და ადგილობრივ სამართალდამცველებთან ითანამშრომლოს.
კომენტარები