1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ზაფხულის მოდა – 2012

ჩამოტვირთვა

ზაფხულის მოსვლამდე დღევანდელი დღის ჩათვლით, ზუსტად ორი დღე დარჩა, ტრადიციულმა შეკითხვამაც – რა არის წელს მოდაში, რაღა თქმა უნდა აქტუალობა არ დაკარგა. „აიტივი“ რჩევების მისაღებად ქართველი დიზაინერებისკენ გაემართა. არავითარი სპორტული, არანაირი მუქი ტონალობა, ჭრელი, ჭრელი და ჭრელი – დიზაინერები წელს ერთხმად მოგვიწოდებენ პრიორიტეტი ამ ზაფხულს ხალისიან ფერებს მივანიჭოთ. ცისფერი, ვარდისფერი, მწვანე, ღია მწვანე, სალათისფერი, წითელი, ფირუზისფერი და ე.წ. ელექტრიკი ფერები – ექსპერიმენტის მოყვარულებმა ფერთა პალიტრას უნდა მიანიჭონ უპირატესობა, შედარებით ნაკლებად თამამმა ქალბატონებმა კი მინიმუმ ერთი ფერის, ორონდ ფერადი სამოსი უნდა ჩაიცვან. რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს, დიზაინერები არა მართო ფერთა გამასთან, არამედ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ქსოვილებთან დაკავშირებითაც თანხმდებიან, აბრეშუმი, თხელი და სიფრიფანა გრილი ქსოვილები – წელს ეს არის პრიორიტეტული. რაც შეეხება საღამოს კაბებს, „თამარ გოლდი“ ერთი მდგრადი ფერის, ოღონდ ფერად კაბებს გვთავაზობს. წელს მოდაშია გრძელი, როგორც ტანზე მომდგარი, ასევე თავისუფალი კაბები. და კიდევ ერთირამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: თურმე, ყველა ქალბატონმა აუცილებლად კარგად უნდა შეისწავლოს საკუთარი გარეგნობა, რათა ის პატარა დეტალი გამოკვეთოს, რამაც შეიძლება ჯადოსნური ეფექტი მოახდინოს. ასე, რომ მხიარულ ფერთა პალიტრა და ჰაეროვანი ქსოვილები – ეს ზაფხული 2012 – ია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები