საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს
2012-05-30 18:14:39
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება უკვე ძალაშია. პარლამენტის მიერ გასულ კვირას მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
კონსტიტუციას დამატებული ახალი მუხლის მიხედვით, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება ყველა იმ მოქალაქეს ექნება, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და ქვეყანაში ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ.
ანუ ახალი ცვლილების მიხედვით ,,ქართული ოცნების’’ ლიდერს საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ლეგიტიმურად შეეძლება. თუ ოლიგარქი ამ დრომდე მხოლოდ პრემიერ-მინისტრობაზე ოცნებობდა, კომსტიტუციის მიხედვით მას პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის პოსტის დაკავებაც შეეძლება.
საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილების მიზნად, მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციას ასახელებს. თუმცა ივანიშვილი როგორც სჩანს მაინც არალეგიტიმურობის მომხრეა, ოლიგარქმა გასულ კვირას პრეზიდენტს ღია წერილიც კი მეწერა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთის ხელი არ მოეწერა. წერილში ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ექსპერტები კი უკვე საუბრობენ, რომ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ სურს და რუსული კავშირები აიძულებს, აქტიურ პოლიტიკაში საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მოვიდეს. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ივანიშვილს არჩევნების პროცესის გამოყენებით, რუსეთის დავალებით ქვეყანაში არეულობის გამოწვევა სურს.
ივანიშვილმა არც თავის დროზე გამოიყენა ლეგიტიმური უფლება საქართველოს პრეზიდენტისტვის ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით მიემართა და ნატურალიზაციის პროცესი აირჩია. მიღებული უარი მაშინ ოლიგარქმა საკუთარი იურისტების დაუდევრობას მიაწერა. მიუხედავად საჯარო რეესტრის მითითებისა, რომ მისი მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში მოხდებოდა, ივანიშვილის იურისტებმა მაინც სასამართლოს გზით რეესტრის დასკვნის ბათილობა მოითხოვეს. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით კი ივანიშვილი იძულებულია საკუთარი სურვილით თუ სურვილების წინააღმდეგ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
კომენტარები