1 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კრემლი ოკუპირებული ტერიტორიების ფინანსურ კონტროლს იწყებს

ჩამოტვირთვა

რუსეთი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკონტროლო-სარევიზიო ჯგუფს უშვებს. ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტირიაზე კრემლი მის მიერ გადარიცხული თანხების შემოწმებას ითხოვს. კონტროლის პალატას სერგეი სტეპაშინი უხელმძრვანელებს. ვლადიმერ პუტინი ზუსტად სტეპაშინისგან ელოდება ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ ხარჯავენ მარიონეტული რეჟიმები რუსეთის ბიუჯეტის ფულს. კრემლის ამგვარ გადაწყვეტილებას საქართველოში მწვავე რეაქცია მოჰყვა. უმრავლესობა ფიქრობს, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით, ოკუპირებულ ტერიტორიებს საბოლოო ანექსიას ცდილობს. რის საფუძველზე ამოწმებს რუსეთის კონტროლის პალატა ოკუპირებულ რეგიონებს, კრემლს ამის შესახებ ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა ოკუპანტები ამბობენ, რომ შემოწმება ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მოქალაქეების სათანადო პირობებს უზრუნველყოფს. საქართველოს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში კი განმარტავენ, რომ კრემლმა ამით მსოფლიოს დაანახა, რომ ეს ტერიტორიები მისი განუყოფელი ნაწილია, ამიტომაც საფინანსო სისტემის ჩამოყალიბებაში აქტიურად იღებს მონაწილეობას. ექსპერტების აზით, მარიონეტული რეჟიმის, კრემლის მხრიდან კონრტოლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილმა მძიმე ეკონომიურმა ვითარებამ განაპირობა. რუსეთის პრეზიდენტის დავალებით კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სერგეი სტეპაშინი ოკუპირებულ რეგიონებში უახლოეს დღეებში უკვე მეორედ გაემგზვრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები