მსოფლიო
სიახლეები მართვის მოწმობის გამოცდაზე
2012-06-04 12:10:37
ჩამოტვირთვა
სხვადასხვა ტიპისა და სიდიდის ავტომობილების მართვა ქვეკატეგორიებად იქნება დაყოფილი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება აქვს და სურს, მისაბმელიანი, ან ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მართვის მოწმობა მოიპოვოს, მას თეორიული გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევს და მოწმობას მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღებს. თეორიული ნაწილი უცვლელია, ცვილებები მხოლოდ პრაქტიკულმა მხარემ განიცადა.
მომავალში მოწმობის როგორც ვიზუალური მხარე, ასევე მისი ფუნქციებიც შეიცვლება. მართვი მოწმობაზე იარსებებს ახალი გრაფა სადაც მითითებული იქნება მძღოლის სტაჟი. მიუხედავად ცვლილებებისა ძველ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეუნარჩუნდებათ. მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის გაიზარდა ასაკობრივი ცენზიც.
საქართველოს მოქალაქეები საერთაშორისო სტანდარტების მართვის მოწმობების აღებას ზუსტად 1 –I აგვისტოდან შეძლებენ. ახალი მართვის მოწმობის გამოყენება, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც იქნება შესაძლებელი.
კომენტარები