საზოგადოება
„ინტერკონტინენტალმა“ ვიქტორინის გამარჯვებული ეგვიპტის 2 კაციანი საგზურით დააჯილდოვა
2012-05-29 15:23:04
ჩამოტვირთვა
ტუროპერატორმა „ინტერკონტინენტალმა“ სპორტული ვიქტორინის გამარჯვებული თორნიკე ქართველიშვილი ეგვიპტის 2 კაციანი საგზურით დააჯილდოვა.
თორნიკე ქართველიშვილი უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებულ ვიქტორინაში იღებდა მონაწილეობას და ფინალში გაიმარჯვა. გამარჯვებული ჰურგადას 5 ვარსკვლავიან სასტუმროში 11 დღიან დაუვიწყარ მოგზაურებას საკუთარ ძმასთან ერთად გაატარებს.
28 მაისს ჰურგადაში საზაფხულო სეზონი გაიხსნა. ტურ-ოპერატორი „ინტერკონტინენტალი“ მომხარებელს დაუვიწარ მოგზაურობას, უამრავ აქციასა და სხვადასხვა ფასდაკლებებს სთავაზობს. საზოგადოებრივი მაუწყებელი მსგავს ვიქტორინას ყოველწლიურად უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს მართავს.
კომენტარები