საზოგადოება
კახი კალაძის შესაძლო კავშირი გარიგებულ მატჩებთან
2012-05-28 23:50:03
ჩამოტვირთვა
კახი კალაძე შესაძლოა გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდა. იტალიის პროკურატურა რამდენიმე გაყიდული თამაშის საქმეს იძიებს, რომელშიც, კალაძის გარდა, კიდევ რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის სახელი ფიგურირებს.იტალიელმა სამართალდამცველებმა უკვე 19 სპორტსმენი დააკავეს, მათ შორის კალაძის ერთ-ერთი ყოფილი თანაგუნდელი ომარ მილანეტოც არის. რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი დაკითხვაზე არის წაყვანილი; მიმდინარეობს მათი ბინების ჩხრეკაც. დღეს გამთენიისას განხორციელებული დაკავებების სერიის შესახებ უკვე ყველა წამყვანი იტალიური გამოცემა საუბრობს.
კომენტარები