მსოფლიო
მედიის მიმართ ძალადობა „ბელა ჩაოდან“ ოცნებამდე
2012-05-27 21:20:25
ჩამოტვირთვა
ოლიგარქ ივანიშვილის პირველი, ეგრედწოდებული მშვიდობიანი აქცია ჟურნალისტებზე ძალადობით დაიწყო. დემოკრატიის მანტიამოსხმული ბიზნესმენის გარემოცვამ დღეს ჟურნალისტებს არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ დააკლო.
ამ კადრებიდან კარგად ჩანს, რომ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ივანიშვილის დაცვის წევრები და აქტივისტები მუშტებითა და მუჯლუგუნებით უმასპინძლდებოდნენ, იყო სიტყვიერი მუქარაც, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. უსიამოვნო ინცინდენტი შეემთხვა „აიტივის“ ჟურნალისტს ნინი ობგაიძესაც.
„აიტივის“ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა გამონაკლინი არ ყოფილა, ივანიშვილის დაცვასთან გამკლავება და მუჯლუგუნების მოგერიება სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებსაც მოუწიათ. მეოცნებეების აქცია ამ მხრივ ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა ცნობილ „ბელა ჩაოს“ ავტორთა აქციებს. საზოგადოებას კარგად ახსოვს შეურაცხყოფის ის ფაქტები, რომლებიც მაშინ მასმედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელდა.
ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და მასმედიაზე ძალადობის თვალსაზრისით, „ქართული ოცნება“ დღეს სწორედ იმ გზას გადის, რაც ბურჯანაძის „ბელა ჩაომ“ უკვე გაიარა. ბურჯანაძე – ბიწაძის ტანდემის უსუსური დასასრული საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს.
კომენტარები