საზოგადოება
"დამზადებულია საქართველოში"
2012-05-26 21:26:22
ჩამოტვირთვა
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ქართული მრეწველობის აღლუმი - "დამზადებულია საქართველოში" გაიმართა.
აღლუმს თბილისის მერი, გიგი უგულავა და საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრნენ. პრეზიდენტი რამდენიმე საგამოფენო კუთხეს ეწვია და ნაწარმი დაათვალიერა.
ვარდების მოედანზე მისვლისას, პრეზიდენმა განცხადებაც გაკეთა. მისი თქმით, დაახლოებით 2 წელიწადში, თბილისში თანამედროვე ფრანგული ტრამვაი გამოჩნდება, ასევე 2015 წლისთვის მეტროს ხაზი თბილისიდან მცხეთამდე ჩავა.
აღლუმზე საქართველოში მოქმედმა 270-მდე საწარმომ საკუთარი პროდუქცია გამოიტანა.
სასტუმრო „რადისონთან“ გამოფენილ ნაწარმს შორის იყო, საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო-სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მზადდება.
დღეს წარმოდგენილი იყო ჯავშანტექნიკა - „ლაზიკა“, „დიდგორის“ 3 მოდელი, ასევე უპილოტო საჰაერო სისტემა, ოთხადგილიანი და შვიდადგილიანი თვითმფრინავები.
რუსეთაველის გამზირზე წარმოდგენილ პროდუქციათა შორის იყო ქართული წარმოების მეტროს ვაგონი, სამშენებლო მასალები, ავეჯი, ელექტრო და კომპიuტერული ტექნიკა.
ასევე უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები, რძის ნაწარმი. რამდენიმე საგამოფენო კუთხეში, დამთვალიერებლები წარმოების პროცესსაც ესწრებოდნენ :
რუსთაველის გამზირზე მისულ მაყურებელს, გარდა საქართველოში დამზადებული ნაწარმის გაცნობისა, საცეკვაო და სასიმღერო ნომრების ნახვაც შეეძლოთ.
დღის მეორე ნახევარში დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ჩვენება მოეწყო.
მრეწველობის აღლუმი - "დამზადებულია საქართველოში" რომელიც წელს გაიხსნა, ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.
კომენტარები