1 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

26 მაისის საზეიმო აღლუმი

ჩამოტვირთვა

ქუთაისის სამხედრო აღლუმი მედროშეთა კოლოფმა გახსნა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობებისა და გვარეობების დროშები გამოიტანა. მედროშეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები მოჰყვნენ. კადეტების შემდეგ საზეიმო მსვლელობა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებმა გააგრძელეს. აკადემიის მსმენელების შემდეგ აღლუმზე გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული სააღლუმე კოლოფი გამოვიდა, რომელსაც სახმელეთო ჯარების საავიაციო ქვედანაყოფების სააღლუმე კოლოფი მოჰყვა. აღლუმზე ასევე გამოვიდნენ: წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული სააღლუმე კოლოფი, სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები და საარტილერიო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სახმელეთო ჯარების ძირითადი მხარდამჭერი ელემენტები წარმოადგინეს. აღლუმის საზეიმო მსვლელობა ქვეითად დახურა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ. რის შემდეგაც მსვლელობაზე შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საფრენი აპარატები გამოჩნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები