1 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბურჯანაძე-ივანიშვილის მისალმებას ტაძარში ტაშით შეეგებნენ

ჩამოტვირთვა

სამების საკათედრო ტაძარში, 26 მაისის მოვლენებისას დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისზე მისული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილისა და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის მისალმებას ტაძარში შეკრებილების მხრიდან ხმაურიანი ტაში მოჰყვა, რასაც პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე შენიშვნით გამოეხმაურა. მისი თქმით, ეკლესია ღვთის სახლია და იქ ტაშის კვრა და სტვენა მიუღებელია. მამა გიორგიმ 26 მაისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა და უწმინდესის სახელით გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში „ქართული ოცნების“ ლიდერების გარდა, „ქრისტიან-დემოკრატიული მოაძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე და „თავისუფალი საქართველოს“ წევრები იმყოფებიან. პარაკლისი „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივით აღევლინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები