1 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პარლამენტის საზეიმო სხდომა 17:00 საათზე დაიწყება

ჩამოტვირთვა

პარლამენტის საზეიმო სხდომა ქუთაისში მშენებარე პარლამენტის შენობაში დღეს, 17:00 საათისთვის გაიმართება. სხდომა ერთ საათს გაგრძელდება და მასზე დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით მიმართავს. სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევები გაგზავნილია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და საპატრიარქოში. პარლამენტმა საზეიმო სხდომის გამართვის უფლება 22 მაისს, რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შედეგად მიიღო. რეგლამენტში ცვლილებები იმავე დღეს შევიდა ძალაში. პარლამენტის დღევანდელ სხდომას საპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" არ დაესწრება. ფრაქციის თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის ახირებით დაგეგმილ პიარ აქციაში მონაწილებას არ მიიღებენ. თავდაპირველად სხდომაზე დასწრება "ქრისტიან-დემოკრატებსაც" არ სურდათ, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალეს. როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი აცხადებს, "ქრისტიან-დემოკრატები" იმ თანმიმდევრულ გზას მიჰყვებიან, რომელსაც აქამდე მიჰყვებოდნენ და მათთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია პარლამენტში არშესვლა, იქნება ეს ქუთაისი თუ თბილისი. პარლამენტის სხდომათა დარბაზი უკვე კეთილმოწყობილია, რომელიც ასეთივე დარჩება მომავალი მოწვევის პარლამენტისთვისაც. დღევანდელი საზეიმო სხდომისთვის, ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის თქმით, პრეზიდენტმა განკარგულება უკვე გამოსცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები