1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჰილარი კლინტონი საქართველოს 5 ივნისს ეწვევა

ჩამოტვირთვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, კავკასიური ტურნეს ფარგლებში, 5 ივნისს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება . სახელმწიფო მდივანი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა. კლინტონი 5 ივნისს ბათუმში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსების ფართო წრეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჰილარი კლინტონი საქართველოდან 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება. ბაქოდან კი, სახელმწიფო მინისტრი თურქეთში ჩავა, სადაც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები