მსოფლიო
ჰილარი კლინტონი საქართველოს 5 ივნისს ეწვევა
2012-05-26 13:50:04
ჩამოტვირთვა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, კავკასიური ტურნეს ფარგლებში, 5 ივნისს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება .
სახელმწიფო მდივანი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა. კლინტონი 5 ივნისს ბათუმში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსების ფართო წრეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ჰილარი კლინტონი საქართველოდან 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება. ბაქოდან კი, სახელმწიფო მინისტრი თურქეთში ჩავა, სადაც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება.
კომენტარები