საზოგადოება
პირველი საატესტატო გამოცდა მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს
2012-05-21 20:43:03
ჩამოტვირთვა
მეთორმეტეკლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდა დილის 9 საათზე დაიწო. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ყველა რაიონის 1600-ზე მეტ სკოლაში დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბრეს.
როგორც საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თბილისის 24-ე საჯარო სკოლაშიც გამოცდა ჩვეულებრივ 9 საათზე დაიწყო, მეთორმეტეკლასელები ტესტირებულ გამოცდას ეტაპობრივად 3-საათიანი ინტერვალით გადიოდნენ. ემოციისა და ნერვიულობის ფონზე, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა სკოლა მაღალი შეფასებებით დატოვეს. არცერთი დაგვიანება და არცერთი ჩაჭრილი მოსწავლე, 24-ე სკოლაში დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა.
საგამოცდო პროცესს დილიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აკვირდებოდა. მინისტრი ტესტირების მიმდინარეობის პროცესს 49-ე საჯარო სკოლაში გაეცნო. დღის ბოლოს კი დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა საგამოცდო დღის შედეგები შეაჯამეს.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მომდევნო გამოცდას 22 მაისს უცხო ენაში ჩააბარებენ. 30 მაისის შემდეგ კი მეთორმეტეკლასელები მისაღები გამოცდებისთვის მოემზადებიან.
კომენტარები