საზოგადოება
დავით გარეჯის კომპლექსის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი საფუძველსმოკლებულია
2012-05-18 20:29:27
ჩამოტვირთვა
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ ბოლო დროს ატეხილი აჟიოტაჟი საფუძველსმოკლებულია. ასე აფასებენ ქართველი კანონმდებლები სამონასტრო კომპლექსთან დაკავირებულ ვითარებას და აცხადებენ, რომ მონასტერი თითქმის მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა და ქართველ ერს მისი დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ტურისტებსა და მომლოცველებს მონასტერში შესვლისას შეზღუდვები დაუწესეს. ამასთან დაკავშირებით, კომენტარი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ, რამდენიმე დღის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს და ეს პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდება.
დღესვე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძესა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების გარდა დავით გარეჯის თემაზეც იმსჯელეს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
150 კვადრატულ კილომეტრზე გაშლილი სამონასტრო კომპლექის 2 % დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. უნიკალური ძეგლი რომელიც 20 ეკლესია მონასტერს აერთიანებს მეექვსე საუკუნიდან მოყოლებული სამონასტრო ცხოვრების ყველაზე დიდ ცენტრად ითვლება.
გასაბჭოების პერიოდიდან ეს ტერიტორია ადმინისტრაციაული საზღვრით მოინიშნა და აზერბაიჯანის რესპუბლიკად ჩაითვალა. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და ძირითადად საზღვარი გეოგრაფიული მახასიათებლის მიხედვით გაავლეს.
ორ ქვეყანს შორის დემარკაციის საკითხებზე მოლაპარაკებები უკვე წლებია მიმდინარეობს. სადერმაკაციო ხაზი საქართველო -აზერბაიჯანს შორის ბოლომდე დადგენილი არ არის.
კომენტარები