1 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საერთაშორისო საზოგადოების კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს

ჩამოტვირთვა

ნატოს ჩიკაგოს სამიტის წინ, შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა. ამჯერად, ნატოში საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობაზე განცხადება კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ილიანა როზლეხტიმ, გააკეთა. საქართველომ არაერთგზის დაამტკიცა, რომ ის შეერთებული შტატების სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. ამასთან, ამ ქვეყანას უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთში ნატოს მისიაში, რომელშიც 1000-მდე ქართველი მონაწილეობს. საქართველოს 2000-მდე სამხედრო მონაწილეობდა ერაყის მისიაშიც. დროა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერით მკაფიოდ წარმოაჩინოს ვალდებულება, საქართველოს თავდაცვისა და სუვერენიტეტის მიმართ. როსლეხტინინი განცხადებაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც ეხმაურება. კონგრესმენი ამერიკის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ჩიკაგოს ნატოს სამიტზე მოკავშირეებთან აქტიურად იმუშაოს, რათა ალიანსში საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა, რაც შეიძლება მალე განხორცილედეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტისა და ტერიტორიების ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერაზეა საუბარი წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციაშიც, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების ქვეკომიტეტებმა აბსოლუტური მხარდაჭერით მიიღეს. შეერთებული შტატების კონგრესი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია შეწყვიტოს და 2008 წლის 12 აგვისტოს ვალდებულებები უპირობოდ შეასრულოს. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო მისიების დაბრუნების კრიტიკულ აუცილებლობაზე. დოკუმენტი გადმოსცემს ამერიკელ კანონმდებელთა მტკიცე მხარდაჭერასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ და მოუწოდებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, წარმართოს დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ნატოს ჩიკაგოს სამიტმა ალიანსში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული უდიდესი პროგრესი სათანადოდ ასახოს. რეზოლუციის დამტკიცება, თავდაპირველად, საგარეო საქმეთა კომიტეტში, შემდეგ კი კონგრესის პლენარულ სხდომაზე უახლოეს მომავალში იგეგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები