1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„გეი აღლუმს“ თბილისში დღეს შეხლა–შემოხლა მოყვა

ჩამოტვირთვა

არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებმა დღეს თბილსში, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მსვლელობა – აქცია გამართეს. სექსუალური უმცირესობები საქართველოში მათი უფლებების დაცვასა და აღიარებას მოითხოვენ; სანქცირებული და კანონიერი აქცია სულ მალე შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე მოულოდნელად „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის“ წარმომადგენლები გამოჩნდნენ, გზა გადაკეტეს და აქციის მოონაწილეებს მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. აქციაზე გამოჩნდნენ საეკლესიო პირებიც, რომლებიც ასევე გმობდნენ გეი-აღლუმს და მონაწილეებს ეკლესიაში მისვლისა და ცოდვების მონანიებისკენ მოუწოდებდნენ. აქციის მონაწილეებს ტრანსფარანტები დაუხიეს, სადაც ლოზუნგები ეწერათ. სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა სწრაფად შეძლეს. ამ დროისთვის, გეი აღლუმი დასრულებულია, თუმცა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ქუჩაში გამოსვლასა და საკუთარი უფლელების დაცვას კვლავაც გეგმავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები