1 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დატბორილი სახლები ნუცუბიძეზე

ჩამოტვირთვა

შაბათს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებულად დააზარალა ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში, ე.წ. თბილბინრემმშენის კორპუსებში მცხოვრები დევნილები. ისინი ამ დრომდე სახლში შესვლას მხოლოდ მაშველების დახმარებით ახერხებენ. მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დატბორილია. წყლის ამოტუმბვას სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში ცდილობენ, იჭრება სპეციალური არხიც ,რომელიც ამ ტერიტორიიდან წყლის ნაკადის გასვლას უზრუნველყოფს ადგილზე მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები როგორც მაშველები აღნიშნავენ , ახლად გაჭრილი არხის საშუალებით წყლის დონემ უკვე მნიშვნელოვნად დაიწია და რამდენიმე დღეში წყალი სრულიად გაედინება. ახალი არხი ადგილობრივ მოსახლეობას დატბორვისგან მსგავსი შემთხვევების დროს მომავალშიც დაიცავს. სამუშაოების დასრულებამდე ,მოსახლეობას კი კორპუსიდან გადაადგილებაში მაშველები ეხმარებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები