1 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბავშვთა ინფექციურმა დაავადებებმა იმატა

ჩამოტვირთვა

9 წლის თათია უკვე ორი კვირაა, რაც ინფექციურ საავადმყოფოში წევს. მას ბავშვთა ინფექციური დაავადებებიდან ერთ–ერთი ქუნთრუშა დაემართა. ამ დროისთვის გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესებულია, სტაბილურია, თუმცა კიდევ 7 დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს. ამ კლინიკაში თათიასთან ერთად, კიდევ ბევრი ბავშვი მკურნალობს. ბოლო ორი თვის განმავლობაში, ბავშვთა ინფექციური დაავადებები საგრძნობლად გახშირდა. ინფექციურ დაავადებათა სამსახურში ამბობენ, რომ დაახლოებით, ოთხ წელიწადში ერთხელ ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა გახშირება კანონზომიერია. ამ დროისათვის, საქართველოში დაავადებულ ბავშვთა რაოდენობის ზუსტი სტატისტიკა დგინდება, სავარაუდოდ, კი დაავადებათა რიცხვმა 5–6 პროცენტით მოიმატა. ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დროული და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, დაავადებათა ტალღის გახშირება საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ექიმები მშობლებს ურჩევენ, რომ კარგად დააკვირდნენ თავიანთ შვილებს და მცირეოდენი გამონაყარის შემთხვევაში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს დაუყოვნებლივ მიმართონ, რადგან დროული მკურნალობა პატარებს დაავადების გართულებას თავიდან ააცილებს და გარდაუვალ პრობლემას, ხალხური ენით რომ ვთქვათ, მოსახდელ „ბატონებს“, ბავშვები უფრო უმტკივნეულოდ გაუმკლავდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები