მსოფლიო
სტიქიით დაზარალებული სოფელი დავით ბაქრაძემ მოინახულა
2012-05-14 20:40:22
ჩამოტვირთვა
პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, კახეთში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. დავით ბაქრაძე, კახეთის გუბერნატორთან ერთად, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაღში გზის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობითა და სტიქიით დაზარალებულების მდგომარეობით დაინტერესდა.
როგორც სოფელ კოლაღში მცხოვრებლებმა აღნიშნეს, სტიქიამ რამდენიმე ოჯახი განსაკუთრებულად დააზარალა. სოფლის ნაწილი ცენტრალურ გზას სრულიად მოწყვეტილია, საკმაოდ დიდია ზარალიც. მოვარდნილმა წყალმა განსაკუთრებული საფრთხე ხევის პირას მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს შეუქმნა. ჩაიშალა საურმე გზაც, რომელიც შუკებს მთავარ გზასთან აკავშირებდა.
გადაუღებელი წვიმისა და მცირე სეტყვის გამო, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სათესი. სოფლის განაპირას მცხოვრებ არჯევანიძეების ოჯახს კი განსაკუთრებული საფრთხე დაემუქრა.
როგორც დავით ბაქრაძემ კოლაღის მცხოვრებლებთან განაცხადა, უახლოეს მომავალში, მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდება. ამ დროისათვის. სოფელში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, დილისათვის საურმე გზა აღდგება, ხვალ კი დაზარალებული ოჯახების ეზოები წყლისაგან ჩამოტანილი ქვა-ღორღისაგან გაიწმინდება.
კომენტარები