1 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს მერია დაეხმარება

ჩამოტვირთვა

ანა ბეჟანიშვილი გუშინდელ წყალდიდობას იხსენებს. ბეჟანიშვილი გუშინწინ მოსულ წვიმას გადაურჩა, თუმცა მოვარდნილმა ღვარცოფმა ის უსახლკაროდ დატოვა. წყალდიდობის შედეგად, საცხოვრებლის გარეშე დარჩა 11 ოჯახი. მერია სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლის. სტიქიის შედეგად, უსახლკაროდ დარჩენილებს მერიამ უკვე გამოუყო ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები. სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ დაზარალებულები მოინახულა და მათ საჭირო ნივთები გადასცა. ორთაჭალაში დაზიანებული სახლების ნაწილი აღდგენას აღარ ექვენდებარება. თუმცა მერია, დაზარლებულ მოსახლეობას ბინის ქირას იქამდე გადაუხდის, ვიდრე საკუთარი საცხოვრებელი სახლებით არ დააკმაყოფილებს. სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე კი დამეწყრილ უბნებს შლაკებისა და ტალახისგან წმენდენ. გულუას ქუჩაზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა დატბორილი უბნებიდან ტალახის გამოტანა მიმდინარეობს. მიმდინარეობს დაზიანებული კოლექტორის აღდგენაც. წყალდიდობის ეპიცენტრი ორთაჭალა აღმოჩნდა. გულუას მოედნის მიმდებარე ქუჩებზე ძირითადად, კერძო დასახლებაა, რომელიც მოვარდნილმა ღვარცოფმა საგრძნობლად დააზიანა. სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები