საზოგადოება
„ინტელექტის დღე“ საქართველოში
2012-05-12 15:39:17
ჩამოტვირთვა
12 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კლუბ „რა? სად? როდის?" ორგანიზებით, პროექტმა „ინტელექტის დღე“, სტარტი აიღო, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალურ ცენტრსა და დედაქალაქში, მოსწავლეთა ჩემპიონატის ჩატარებას გულისხმობს.
ვლადიმერ ვარძელაშვილმა ინტელექტუალური ჩემპიონატი ოფიციალურად თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში გახსნა.
ჩემპიონატში 9568 მოსწავლე სხვადასხვა სკოლის სახელით ასპარეზობს. ტურნირში მე-6 და მე-12 კლასის მოსწავლეები გუნდური პრინციპით მონაწილეობენ. პირველ ტურში გამოვლინდება საუკეთესო 69 გუნდი, რომლებიც საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, ერთმანეთს თბილისში, 9 ივნისს შეხვდებიან.
გამარჯვებული გუნდების მონაწილეები სოლიდური პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
კომენტარები