1 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რად გვინდა მამაკაცები?...

ჩამოტვირთვა

რად გვინდა მამაკაცები? ასეთმა კითხვამ შეიძლება ღიმილი მოგგვაროთ, მაგრამ დრომ, თანასწორობისა და საკუთარი უფლებებისათვის ქალების წარმატებულმა ბრძოლამ სიტუაცია მკვეთრად შეცვალა. ქალებმა ნელ-ნელა შეისწავლეს ის ყველაფერი, რაც ადრე მხოლოდ მამაკაცებისათვის იყო პრეროგატივა. დღეს სუსტი სქესის წარმომადგენლებმა ფულის შოვნა და გადაწყვეტილებების მიღება უკვე კარგად იციან - ის რაც ადრე მხოლოდ მამაკაცებმა იცოდნენ. ამიტომ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება კითხვა - რად გვინდა მამაკაცები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ცოტაოდენი ლირიკული გადახვევა გავაკეთოთ... მათ აქვთ თბილი ხელისგულები, ჩვენ კი - ცივი თითები. მათ აქვთ პრინციპები. სიმაღლეში ჩვენზე მაღლები არიან და ყოველთვის შეუძლიათ ჩამოგვიღონ წიგნი ზედა თაროდან. როცა ამბობენ "მე შენ მიყვარხარ", ვგრძნობთ, რომ ცხოვრება მშვენიერია. ისინი ითმენენ ჩვენს კაპრიზებს, მეგობრებს კი ეუბნებიან: "მას საშინელი ხასიათი აქვს, მაგრამ ძალიან ლამაზიაო". ერთხელაც აუცილაბლად მიხვდებიან (თუნდაც ერთი წამით), რომ ჩვენზე უკეთესი არავინაა. ისინი ჩუმად არიან, როდესაც ჩვენ სისულელეებს ვამბობთ, თუმცა როცა ჭკვიანურად ვსაუბრობთ, მაშინაც სდუმან. მათ ჩვენზე ის ახსოვთ, რაც ჩვენც კი არ გვახსოვს საკუთარ თავზე. ისინი ვერ ამჩნევენ გაფუჭებულ მაკიაჟს. ისინი ხედავენ ჩვენი დიეტის მიზეზს. ისინი ძლიერები არიან და შეუძლიათ ჩვენი აწევა. ისინი ფიქრობენ, რომ არის რაღაცეები, რასაც ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ამ დროს ჩვენ ყველაფერს ვიგებთ. ისინი ქმნიან ცხოვრებას უფრო საინტერესოს. ისინი გვიწვდიან ხელს... ამბობენ, "რა პრობლემაა?!" და პრობლემაც აღარ არის. ისინი გვადებენ ხელებს მუხლებზე. ისინი მარტო სიყვარულზე არ ფიქრობენ. ისინი ჯიუტად ცდილობენ გადაიხადონ ჩვენი ყავისთვის. ისინი მაღაზიაში ბოლო თეთრებს დახარჯავენ შოკოლადის საყიდლად. ისინი მიდიან მაღაზიაში, როცა წვიმს. ისინი მიდიან ომში, როცა ომია. მათ უნდათ შეცვალონ ჩვენი ცხოვრება. მათ ძლიერ ქარში თვალებიდან ცრემლები მოსდით. მათ უნდათ ჰქონდეთ ჩვენი სურათები. ზოგიერთ მათგანს ეჩვენება, რომ ჩვენ პატარები ვართ და უნდათ მოგვეხვიონ. მათ უფრო მეტად უყვართ თავიანთი დედები, ვიდრე ჩვენ ჩვენი მამები. მათ უყვართ ჩვენი ხმა - სულერთია ამ ხმით რას ვამბობთ. მათ იციან ჩხუბი. ისინი ჩვენთვის ყიდულობენ კაბებს, სამკაულებს, სუნამოებს... ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენი ჩანთები მარტო მაშინაა მძიმე, როცა ჩვენთან ახლოს არიან. ისინი ჩუმად არიან, როცა ჩვენ ვყვირით. როცა ჩვენ ვფიქრობთ წარსულ ცხოვრებაზე, ვფიქრობთ მათზე. ისინი ანგარიშობენ ჩვენზე უფრო სწრაფად. ისინი აკეთებენ იმას, რითაც ჩვენ ვამაყობთ. ისინი გვკოცნიან შუბლზე, როცა არ შეუძლიათ დარჩენა და როცა ისინი მიდიან, ჩვენ ვრჩებით. თუ ამ ლირიკული გადახვევის შემეგ, გულები არ გაგითბათ, ერთი პუნქტიც დავამატოთ: გახსოვდეთ, ისეთი მამაკაცი, რომლის გარეშეც შეიძლება ცხოვრება - სულაც არ არის საჭირო, ხოლო ის მამაკაცი, რომლის გარეშეც არსებობა შეუძლებელია - აუცილებლად საჭიროა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები