საზოგადოება
თბილისის მერია დედაქალაქში მოთარეშე პირუტყვის წინააღმდეგ
2012-05-04 20:59:03
ჩამოტვირთვა
1 ივნისიდან, თბილისის ტერიტორიაზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მიერ წესების დარღვევას, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური დაარეგულირებს.
თბილისის საკრებულომ თბილისის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესები დაამტკიცა.
საკრებულოს გადაწყვეტილებაში განისაზღვრა ზონები, სადაც წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნა დასჯადია.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილია წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ფოტო და სანავიგაციო მოწყობილობების მეშვეობით.
სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი, მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს ხელწერილს, რომ სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მის საკუთრებას წარმოადგენს და აღნიშული დადასტურებული იქნება ნოტარიული წესით დამოწმებული 3 მოქალაქის ხელმოწერით.
პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ქ. თბილისი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი პირი, პირუტყვის მესაკუთრე და ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელწერილზე ხელმომწერი პირები. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.
იმ შემთხვევაში , თუ პირუტყვის მესაკუთრე 20 დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ახალი წესები ძალაში 2012 წლის 1 ივნისიდან შევა.~
კომენტარები