1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მადამ ლალაური და სახლი სადაც მოჩვენებები ბინადრობენ

ჩამოტვირთვა

1932 წლით დათარიღებული სისხლიანი ისტორია. ლალაურების საიდუმლოებით მოცული სახლი და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ქალბატონი დელფინ მაკარტი იგივე მადამ ლალაური. 2-ჯერ დაქვრივებული დელფინ მაკარტი მესამედ ბედს ექიმ ლუის ლალაურის უკავშირებს, წყვილი ცხოვრებას ფრანგულ უბანში, ერთ-ერთ ულამაზეს სახლში იწყებს. ეს იყო სამსართულიანი ვილა, საკმაოდ უბრალო, მაგრამ დახვეწილი ექსტერიერით. სახლში უამრავი წვეულება და ბალი იმართებოდა, ოჯახი სტუმართმოყვარეობით იყო ცნობილი. სწორედ ამ დროიდან იწყება სისხლიანი ისტორია რომლის სისასტიკემ მთელი მსოფლიო შეძრა. ქალბატონ ლალაურს ქალაქში იცნობდნენ, როგორც ინტელიგენტ, განათლებულსა და ლამაზ ქალს. მაგრამ ეს თვისებები იყო მხოლოდ ერთი მხარე მისი პიროვნებისა, ამ ყველაფრის უკან კი შავ-ბნელი საქმეები იმალებოდა. მადამ ლალაური იყო ერთ-ერთი ყველაზე შეუბრალებელი, სასტიკი და ცივსისხლიანი ქალი მსოფლიოს ისტორიაში. მისი სისასტიკე მონებთან დამოკიდებულებაში გამოიხატებოდა. ლალაურთა სახლს ასობით მონა ემსახურებოდა. იმ დროს მონები ადამიანებად არ ითვლებოდნენ,ასე რომ პატრონები მათ ცხოველებზე უფრო ნაკლებ ღირებულად თვლიდნენ და უმეტეს შემთხვევაში ნივთებად განიხილავდნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატრონს შეეძლო სისასტიკე გამოეჩინა მონის მიმართ, ამის ამკრძალავი კანონიც არსებობდა, თუმცა როგორც ჩანს ქალბატონი ლალაური კანონებს არ ცნობდა. პირველად ოჯახის ერთ-ერთმა მეზობელმა შენიშნა, რომ სახლში ყველაფერი რიგზე ვერ იყო. ჭორები დადიოდა,რომ ლალაურებთან მონები ხშირად მოჰყავდათ და შემდეგ ისინი უკვალოდ ქრებოდნენ, ასევე ხშირად იცვლებოდა მეთავლე ბიჭი, მზარეული და ა.შ. ერთ დღეს მეზობელი თავის კიბეებზე იდგა,როდესაც მეტად უცნაური რამ დაინახა. ქალბატონი ლალაური თავის პირად მოახლეს ჯოხით ემუქრებოდა და სცემდა. მალე ისინი სახლის სახურავზე აღმოჩნდნენ, საიდანაც გოგონა გადმოხტა. მეზობელმა თვალთვალი გააგრძელა და დაინახა როგორ მარხავდა პატარა მონა გოგო გვამს ეზოში. ამ ამბავს მეზობლების მხრიდან რეაქცია მოჰყვა, მათ საქმე სასამართლოში დასვეს და მალე ლალაურებს მონები ჩამოართვეს, ისინი აუქციონზე გაყიდეს. თუმცა ქალბატონი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა. იგი თავის ნათესავს შეუთანხმდა, მონები მას აყიდინა აუქციონზე, შემდეგ კი,ჩუმად ისევ სახლში დაიბრუნა. ქალბატონმა მეზობლების და ქალაქის მაღალი ფენის გული ვეღარ მოიგო, ისინი უკვე ამრეზით უყურებდნენ და მის წვეულებებზეც აღარ დადიოდნენ. 1834 წლის აპრილში კი გაირკვა ამბავი,რომელსაც ლალაურების სახლი მალავდა. სამზარეულოში საშინელი ხანძარი გაჩნდა, ხელი მზარეულს დაადეს, რომელიც ქალბატონისგან ამდენ წამებას ვეღარ ითმენდა. ცეცხლი მალე მთელ სახლს მოედო. მეხანძრეები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და მოულოდნელად იმას გადააწყდნენ, რასაც სავსებით არ ელოდნენ. ეს სხვენის კარი იყო, სადაც ასობით მონა აღმოჩნდა ჩაკეტილი. აქ ქალებიც იყვნენ და კაცებიც…ზოგი საოპერაციო მაგიდაზე იწვა… ზოგი ცხოველთა გალიაში იყო ჩაკეტილი… მსხვერპლნი შიშვლები იყვნენ, ვინც მაგიდაზე არ იწვა, ისინი კედლებზე იყვნენ მიჯაჭვულნი. ზოგიერთ ქალს მუცელი ჩაჭრილი ჰქონდა, მის გვერდით მყოფები კი მუცლიდან ამოყრილი ნაწლავებით იყვნენ შეკრულნი… ზოგს ხელები ტანის სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა მიკერებული.. ერთ ქალს პირი ცხოველის ფეკალური მასებით ჰქონდა გატენილი და ტუჩები ჰქონდა ამოკერილი… მამაკაცები უარეს დღეში იყვნენ, თვალები დათხრილი.. პირი ამოკერილი… ირგვლივ სხეულის სხვადასხვა ნაწილები თუ ორგანოები იყო მიმოფანტული.. უმეტესი ნაწილი მონებისა უკვე მკვდარი იყო, დანარჩენნი ან გონზე აღარ იყვნენ, ან გამწარებულნი სიკვდილს ითხოვდნენ. დაზაფრულმა მეხანძრეებმა სასწრაფოდ დატოვეს იქაურობა და ექიმებს გამოუძახეს. მონებიდან მხოლოდ რამოდენიმე გადარჩა. ქალბატონ ლალაურზე ხმები ნიუ-ორლეანს წამში მოედო. ამბობდნენ,რომ მისმა ქმარმა არაფერი იცოდა ცოლის საქმიანობის შესახებ. მალე აღშფოთებული ხალხი ლალაურების სახლთან შეიკრიბა, ისინი ყვიროდნენ და შურისძიება წყუროდათ, მაგრამ უეცრად ჭიშკარი გაიღო და იქიდან ელვის სისწრაფით ეტლი გამოვარდა, რომელიც მალევე გაუჩინარდა. იმის შემდეგ ლალაურების ოჯახი აღარავის უნახავს. არსებობდა ჭორები, რომ ისინი ტყეში ცხოვრობდნენ, სხვანი ამბობდნენ, რომ საფრანგეთში გადასახლდნენო, ზოგიც ირწმუნებოდა ნათესავებმა შეიფარესო. ამ ამბის შემდეგ ხალხი ჰყვებოდა, რომ სახლიდან ღამე ყვირილის ხმები გამოდიოდა, ეზოში და აივნებზე კი აჩრდილებს ხედავდნენ. 1837 წელს სახლი აუქციონზე გაიტანეს და ერთმა კაცმა შეიძინა, მაგრამ სულ ტყუილად. მას ღამე არ ასვენებდა უცნაური ხმები, ტირილი, ყვირილი.. ასე რომ აქ დიდხანს ვერ გაძლო და წავიდა...1882 წელს სახლი კვლავ მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილად გადაიქცა, აქ მუსიკისა და ცეკვის სკოლა გაიხსნა. მალე საქმე ცუდად წავიდა, ადგილობრივი გაზეთები სკოლის მასწავლებელს მოსწავლე გოგონებთან გარყვნილ ურთიერთობაში სდებდნენ ბრალს, ამიტომ მალე სკოლა დაიხურა. შემდეგ სახლში ერთ-ერთი მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი, კერძოდ ჟიულ ვიგნი მკვდარი აღმოაჩინეს, თურმე იგი ამ სახლში წლების განმავლობაში ჩუმად ცხოვრობდა.. თუ რის გამო, ეს ვერ დაადგინეს. 1890 წლამდე ლალაურების კვლავ მიტოვებული იყო, მერე დაიწყო ამერიკაში დიდი გადმოსახლებები, ამ ადგილებში ბევრი იტალიელი ჩამოსახლდა, ბევრი მიტოვებულ სახლებს ყიდულობდა, რომ ახალი ჩამოსახლებულებისთვის მიექირავებინათ. ლალაურების სახლიც ამ რიცხვში მოხვდა, მაგრამ აქ ცხოვრებაზე არავინ არ თანხმდებოდა. მოკლედ სახლი კვლავ გაუდაბურდა და იმის შემდეგ კიდევ ბევრნაირი დანიშნულება ჰქონდა. ალბათ საინტერესოა მისი დღევანდელი მდგომარეობა. 2007 წელს სახლი ცნობილმა მსახიობმა ნიკოლას კეიჯმა შეიძინა 3,5 მილიონ დოლარად, თუმცა როგორც ჩანს სახლმა არც ეს მეპატრონე იგუა, ან პირიქით . დღესდღეობით კი ლალაურების შემზარავი წარსულის მქონე სახლი ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნის. თუ რამდენ ხანს იგუებს სახლი ახალ მეპატრონეს ეს ძნელადსათქმელი და ამოუცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები