მსოფლიო
გუშინ ქუთაისობა აღინიშნა
2012-05-03 13:28:09
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისს ესტუმრა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. მიხეილ სააკაშვილმა ქალაქში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი გახსნა. ქვეყნის პირველმა პირმა თეატრის განახლებულ შენობაში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და მათ „ორმაისობა“ მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქი უნდა გახდეს. სქალაქის ცენტრალურ მოედანზე ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენელა მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა. სპეციალურად დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისს ნინო ქათამაძე, დუეტი ჯორჯია, ნიაზ დიასამიძე, მერაბ სეფაშვილი და ესტრადის სხვა ვარსკვლავები ესტუმრნენ.
სოფო ნიჟარაძემ ქუთათურებს დღესასწაული ქუთაისის ჰიმნად ქცეული თეთრი ვარდების შესრულებით მიულოცა. კონცერტი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გასართობი ღონისძიებები კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
კომენტარები