1 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ჩამოტვირთვა

სამყარო, სადაც ტექნოლოგია მსოფლიოს აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესშია ჩართული, პროექტი ქალაქის დასუფთავების პროცესის გაუმჯობესებაზე, 3 დეველოპერი, ერთი დიზაინერი და, რათქმაუნდა, მენტორი, ეს გუნდი „Greenbytes“-ია. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული 5-კაციანი შემადგენლობის 3-კვირიანი მუშაობის შედეგი, დღეს, საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურსის ”Imagine Cup” –ის გამარჯვებულია. პროექტი, რომელიც საქართველოში წელს პირველად ჩატარდა, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის, მათ შორის, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სფეროს, კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება. დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა USAID-ს მისიის ხელმძღვანელთან და მაიქროსოფთ საქართველოს გენერალურ მენეჯერთან ერთად, კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურსში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. რეგიონალურ ფინალში, რომელიც 28 აპრილს გაიმართა, 10 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის ჟიურიმ არჩევანი საუკეთესო ერთ პროექტზე შეაჩერა. ორ თვეში „Greenbytes“ –ი საქართველოს, ავსტრალიაში, მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე წარადგენს. იქამდე კი გამარჯვებული გუნდის წევრები პროექტის დახვეწაზე იმუშავებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები