საზოგადოება
დენიელ რედკლიფი ბედს მწერლობაში ცდის
2012-04-27 09:00:40
ჩამოტვირთვა
ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი, მსახიობი დენიელ რედკლიფი ბედს მწერლობაში ცდის. ამის შესახებ ვარსკვლავმა ბრიტანულ გამოცემა The Daily Telegraph-ს განუცხადა. რედკლიფმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.
"არ ვიცი, რა გამომივა. როდესაც ვწერ, ჩემს ნამუშევარს ძალიან კრიტიკულად ვუდგები და ხშირად ვყრი იმას, რაც დავწერე", - განაცხადა 22 წლის მსახიობმა.
რედკლიფმა ისიც აღნიშნა, რომ კონსულტაციის გავლას "ჰარი პოტერის" ავტორთან, ჯოან როულინგთანაც აპირებს. დამწყები მწერალი როულინგს რამდენიმე რჩევას ჰკითხავს.
ახლახან რედკლიფი კიდევ ერთხელ დაასახელეს ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ახალგაზრდად. მისი ქონება 85 მლნ დოლარს შეადგენს.
კომენტარები