1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბაზალეთზე ალტერნატიული სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

ჩამოტვირთვა

2012 წელს სახელმწიფომ აქტიური ანტინარკოტიკული კამპანია დაიყო, რომლის ფარგლებში ბაზალეთზე ალტერნატიული სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. მისი მიზანი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაცია და რესოციალიზაციაა. თბილისის მერიის მიერ განისაზღვრა ტერიტორია, მომზადდა სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტი და შემუშავდა გენერალური გეგმა. ალტერნატიული სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბიუჯეტში ნარკომომხმარებლების მიერ გადახდილი ჯარიმებით დაფინანსდება. დღეს თბილისის მერმა და მთავარი პროკურორის პირველემა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ბაზალეთის ტერიტორიაზე ის ადგილი მოინახულეს, სადაც სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება და პროექტის დეტალებს გაეცნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები