მსოფლიო
ჩეკების გათამაშებაში 10 000 ლარი გათამაშდა
2012-04-25 16:33:08
ჩამოტვირთვა
ჩეკების გათამაშების პირველი მსხვილი მოგება - 10 000 ლარი გათამაშდა.
მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში მცხოვრებმა, მაია ირიაულმა, ჯეოსელის ანგარიშზე 3 ლარი ჩაირიცხა, მიღებული ჩეკით კი 10 000 ლარი მოიგო. ირიაულიების ხუთსულიან ოჯახში მაიას გარდა არავინ მუშაობს. იღბლიანი მომხმარებელი ამბობს, რომ მოგება მისთვის მოულოდნელი იყო. გამარჯვებულს დღეს შემოსავლების სასამახურის თანაშრომლებმა და ჩეკების გათამაშების წარმომადგენლებმა მოგებული თანხა მიულოცეს და სიმბოლური 10 000-იანი ჩეკიც გადასცეს.
შემოსავლების სამსახურმა ჩეკების გათამაშება 18 აპრილს დაიწყო. მომხმარებელს შეუძლია, ყოველდღიურად 10, 20, 50 ან 100 ლარი მოიგოს. თვეში 2-ჯერ 10 000 ლარი გათამშდება, ხოლო წელიწადში 4-ჯერ იღბლიანი მომხარებელი 50 000 ლარს მოიგებს. ამ დროისთვის, შემოსავლების სამსახურმა სულ 200 000 ლარი გაათამაშა. ჩეკების გათამაშება 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება და საპრიზო ფონდი 9 000 000 შეადგენს.
კომენტარები