1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სოციალურად დაუცველი მოსწავლეები კერძო სკოლაში ისწავლიან

ჩამოტვირთვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, და ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სოციალურად დაუცველი პირველკლასელები კერძო სკოლაში მიიყვანეს. ლუკა გულედანი, ალექსანდრე ქუმსიაშვილი და ლიზი ნანავა 15 სექტემბრიდან სწავლას ”თბილისის მწვანე სკოლაში” დაიწყებენ. ახალი პროექტის ფარგლებში, 2012–2013 სასწავლო წლიდან კერძო სკოლებში ის ბავშვები ისწავლიან, რომელთა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულა 57 000 ქვემოთაა, ან რომელთა ოჯახებიც განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებენ. ახალი პროექტი, ძირითადად, იმ კერძო სკოლებში განხორციელდება, რომელთაც საჯარო სკოლები შეიძინეს და მათი რეაბილიტაცია დაიწყეს. თანამედროვე სტანდერტებით აღჭურვილ კერძო სკოლაში, ახალი კონტინგენტის მიღებისას, უპირატესობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებს მიენიჭებათ. “თბილისის მწვანე სკოლამ” 134-ე საჯარო სკოლა გასულ წელს შეიძინა და დღეს ინფრასტრუქტურით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სასწავლო დაწესებულებაში სოციალურად დაუცველი მოსწავლეები იმავე პრივილეგიებით ისარგებლებენ, რომლითაც კერძო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები