1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან როკის გვირაბში ორი კვირის მანძილზე მონიტორინგი განხორციელდება

ჩამოტვირთვა

დღეიდან როკის გვირაბში ორი კვირის მანძილზე მონიტორინგი განხორციელდება, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებას მიიღებენ, შესაძლებელია თუ არა გვირაბის 3 წლით ჩაკეტვა. ოსური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ავტოტრანსპორტი დამხმარე, ტექნიკური გზით გადაადგილდება, რომელიც გვირაბის პარალელურად მდებარეობს. სპეციალისტების განცხადებით, როკის გვირაბი რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა მისი 3 წლით დაკეტვა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები