მსოფლიო
საქართველოს სავიზიტო ბარათი დასავლეთის ბაზარზე
2012-04-23 18:36:16
ჩამოტვირთვა
ტრამპთაუერი - საქართველოს სავიზიტო ბარათი დასავლეთის ბაზარზე. მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, დონალდ ტრამპი, კავკასიის რეგიონში პირველ მსხვილ ინვესტიციას ახორციელებს. 250-მილიონიანიანი ინვესტიცია თბილისსა და ბათუმში ტრამპთაუერების მშენებლობაში ჩაიდება.
„საქართველოში მსხვილი ინვესტორის შემოსვლა სხვებისთვისაც სამაგალითო გახდება“ - ასე აფასებს საქართველოს საგარეო უწყება ამერიკელი მილიარდერის ქართულ პროექტებს.
საქართველოში მულტიფუნქციური ტრამპთაუერის მშენებლობა ქვეყნის ეკომონიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხითა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ქართველი კანონმდებლები ამბობენ, რომ ტრამპთაუერი საქართველოში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
ტრამპის პირველ მსხვილ ინვესტიციას რეგიონში აქტიურად ეხმიანებიან უცხოური გავნლენიანი გამოცემებიც. დონალდ ტრამპის ინვესტიციასა და საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას გავლენიანი სააგენტო „როიტერი“. სტატიის ავტორი წერს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ეკონომიკური კრიზისის დაძლევა ქვეყანამ უმოკლეს დროში შეძლო . ამერიკული გამოცემა ნიუ იორკ პოსტის სტატიაში ნათქვამია, რომ ტრამპი მორიგ ცათამბჯენს ყოფილ საბჭოთა ქვეყანში აშენებს, რითაც დასავლეთიდან ტურისტების მიზიდვას ცდილობს. ხაზგასმულია ასევე ისიც, რომ მსოფლიოს ყურადღება საქართველოში მიმდინარე ტრანსფორმაციაზეა ორიენტირებული.
ტრამპის ქართულ ვოიაჟს ეხმიანება ვაშინგტონ პოსტიც. ავტორი ყურადღებას ტრამპის იმ განცხადებაზე ამახვილებს, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენის დაინტერესება სწორედ საქართველოს ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ და რეფორმებმა განაპირობა.
გრაფიკა წაშინგტონ პოსტი
”დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ საქართველოსადმი მისი დაინტერესება ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დამსახურებაა, რომელიც კოლუმბიის უნივერსტეტში სწავლობდა და მჭიდრო კავშირები აქვს ამერიკასთან. როგორც ტრამპმა აღნიშნა, საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველია, რადაგან ქვეყნის ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ატარებს.„
ტრამპის პირველი მსხვილი ინვესტიცია აჭარის რეგიონში, ცათამბჯენის მშენებლობაში, ჩაიდება. "ბათუმი თაუერი" მულტიფუნქციური და ულტრათანამედროვე კომპლექსი იქნება.
საქართველოში, პროქეტის ფარგლებში, 250 000 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის პირველი ნაწილის, „ბათუმის თაუერის“, მშენებლობა 2013 წელს დასრულდება.
კომენტარები