1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი USAID-თან და Savvy - სთან თანამშრომლობთ აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიზნესის განვითარების მიმართულებით ვორქშოფებს გამართავს

24-25-26 იანვარს, ქ. ბათუმში, თიბისის სათაო ოფისში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელთათვის სამუშაო სესიები და ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართება.

ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს თიბისი USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან და საკონსულტაციო ჯგუფ Savvy - სთან თანამშრომლობით ახორციელებს.

 

USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მრავალი მიმართულებით თანამშრომლობს თიბისისთან საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების მიზნით. თანამშრომლობის ერთ-ერთი ახალი მიმართულება, მოიაზრებს აჭარაში მოღვაწე მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ბიზნესის განვითარების სერვისების მიწოდებას, USAID - ის პროგრამის BIZLink მეთოდოლოგიით, რომელიც ეფუძნება  საერთაშორისო გამოცდილებას, და მოიაზრებს ჯგუფურ ვორქშოფებს/ტრენინგებს და ინდივიდუალურ სამუშაო სესიებს ბიზნესებისთვის ფინანსური წიგნიერების, ფინანსური მართვისა და აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით.  

 

პროექტის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესები თავიანთ საწარმოებზე მორგებულ ტექნიკურს დახმარებას მიიღებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა  ფინანსური წიგნიერების გაუმჯობესება, ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკების დანერგვა/გაუმჯობესება და სტრატეგიის შემუშავება, ასევე ფინანსური ანგარიშგებების შემუშავება და გაუმჯობესება.

 

პროექტში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, სერვისები და სხვ. პროექტი  2 ეტაპისგან შედგება - დიდი ვორქშოფი და ინდივიდუალური კონსულტაციები და 5 კვირიანი პროგრამა 10 შერჩეული კომპანიისთვის.  5 კვირიანი პროგრამის ფარგლებში კომპანიების მხარდაჭერა მოიცავს ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზებული ფორმების და ანალიტიკის ინსტრუმენტების დანერგვას. შედეგად, კომპანიებს შეეძლებათ მარტივი და ფინანსური ინსტიტუტებისთვის მისაღები ფორმებით მოამზადონ საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები, ასევე, გაანალიზონ შედეგები, რაც გაზრდის როგორც დამატებითი სახსრების მოძიების შესაძლებლობას, ასევე კომპანიაში გააძლიერებს ფინანსური შედეგების ანალიზს.

 

ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ჩატარდება საკონსულტაციო ჯგუფ Savvy - სთან თანამშრომლობითა და ჩართულობით.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...