1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ტერმინალები ბიზნესპროცესების აქსელერაციისთვის

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი მიზნად ისახავს, ბიზნესპროცესები  კიდევ უფრო  კომფორტული და სწრაფი გახადოს.

 

სწორედ ამ მიზნით, ბანკი ბიზნესს გადახდის სხვადასხვა ინსტრუმენტებს, მათ შორის, მრავალფუნქციურ ტერმინალებს სთავაზობს. ესენია: Andoid, სტანდარტული, ინტეგრირებული, ჭკვიანი და მობილური ტერმინალები. თითოეული მათგანი ნებისმიერი ტიპის ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა. იქნება ეს Apple Pay, Google pay თუ სხვა აპლიკაციები.  აქვე, აღსანიშნავია, რომ მობილური ტერმინალი ბიზნესს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს განავითაროს საკუთარი საქმიანობა, რადგან მისი მეშვეობით,  პირველად საქართველოში, მცირე და საშუალო მეწარმეებს შეუძლიათ გამოიყენონ მობილური ტელეფონი პოსტერმინალის ფუნქციით და საკუთარ ტელეფონზე მხოლოდ ერთი შეხებით მიიღონ გადახდები.

 

საქართველოს ბანკის თითოეული ტერმინალი მორგებულია სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე, რაც ხელს უწყობს ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას, ზრდასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ, სავაჭრო და მომსახურების ობიექტების სურვილის შემთხვევაში, ტერმინალებზე შესაძლებელია ისეთი დამატებითი ფუნქციების გაწერა, როგორებიცაა: სამადლობელის გადახდა, პრეავტორიზაცია, თანხის დაბრუნება,  PLUS და  MR ქულებით,  განვადებით გადახდა და ა.შ.

 

 „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ბიზნესებს, ფეხი აუწყონ დროს, ყოველდღიურ საქმიანობაში მოახდინონ თანამედროვე ტექნოლოგიების იმპლემენტაცია, რათა უფრო მეტად განვითარდნენ და გაიზარდონ. თუმცა, ჩვენი ინიციატივა ეხმარება არა მხოლოდ ბიზნესებს, არამედ თავად მომხმარებელს, გააუმჯობესონ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში მიღებული გამოცდილება“, - აღნიშნავს დავით ბეჟიაშვილი, საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

 

დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://go.bog.ge/terminals

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...