1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის Design System- ამ მომხმარებლის საუკეთესო UX/CX გამოცდილებისთვის Banking Tech Awards 2022- ის მაღალი შეფასება დაიმსახურა

საქართველოს ბანკმა, როგორც ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილებას ქმნის  Banking Tech Awards 2022-ზე Design System-ისთვის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბანკმა კონკურენცია გაუწია J.P. Morgan-ს; Goldman Sachs-ს; CTBC Bank და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს. შეფასების მთავარი კრიტერიუმი კი მომხმარებლისთვის საუკეთესო UX/CX გამოცდილების შეთავაზება იყო.  

 

საქართველოს ბანკმა, დიზაინსისტემა პროცესების გამარტივების და სამუშაო კულტურის გაუმჯობესების მიზნით შექმნა. ეს არის მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკა, რომლის თითოეული ელემენტიც შექმნილია ბრენდის საერთო სტილის, კონცეპციისა და წესების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატიური კვლევის ანალიზით არის გამყარებული. ის ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც  დიზაინის და კოდის დონეზე წინასწარ მომზადებულ კომპონენტებს, ისე UX-ის, ბრენდის და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მათი გამოყენებისთვის საჭირო წესებსა თუ სახელმძღვანელოებს.

 

„დიზაინსისტემა მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა, რაც დროთა განმავლობაში ცვლილებების სწრაფად ასახვის და ეფექტური გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. პროცესების ამ კუთხით დახვეწა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, მეტად ფოკუსირდეს მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე, ხარისხის მაჩვენებლის ზრდასა და ბიზნეს ამოცანის მიღწევაზე. დიზაინსისტემის მიზანია, ორგანიზაციაში ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს და დაჩქარდეს სამუშაო პროცესები, რათა მეტი ახალი პროდუქტი  ნაკლებ დროში შეიქმნას. მომხმარებლებისთვის დიზაინსისტემა თანმიმდევრულ გამოცდილებას ქმნის  ციფრულ არხებში, რაც მის გამოყენებას გაცილებით უფრო მარტივს და ინტუიტიურს ხდის. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ წამყვანი კომპანია, რომელიც სამუშაო კულტურისა და მიდგომების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არ დარჩა ყურადღების მიღმა და დაიმსახურა კიდეც  Banking Tech Awards 2022- ის მაღალი შეფასება. მინდა მივულოცო მთელს გუნდს ეს აღიარება, რაც დაფასებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა, არ გავჩერდეთ და ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ“,- განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.  

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...