1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო ტექნოლოგიური სამიტი Touch გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური სამიტი Touch22, 7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება.

 

კონფერენციაზე დასწრებას სხვადასხვა ინდუსტრიის და კომპანიის მენეჯერები, მარკეტერები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, დიზაინერები, ინოვატორები და სტუდენტები შეძლებენ. ღონისძიების მონაწილეები დაესწრებიან, როგორც სემინარებს, ასევე, პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოპებს. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ მათთვის საინტერესო ახალი ადამიანები და დაამყარონ საჭირო კონტაქტები.

 

სამიტზე სპიკერები იქნებიან ისეთი წამყვანი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Media.Monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media  და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ბევრი ცნობილი კომპანიები.

 

სპიკერების სრული სიის ნახვას აღნიშნულ ბმულზე შეძლებთ: https://touch.ge/summit/speakers

 

ტექნოლოგიურ სამიტზე შემდეგი მთავარი თემები იქნება:

 

·         Tesla AI-ზე დაკვირვება;

·         კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება;

·         ფოკუსი დესტრუქციებზე - როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ქაოსით სავსე სამყაროში?

·         მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და კოლექტიური მეხსიერების ძალა;

·         Human Machine Interface - წარსული, აწმყო, მომავალი;

·         ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები;

·         მდგრადი ჰიპერ ზრდა, რევოლუტის წარმატების ფორმულა;

·         Fast and Furious - რა შეიძლება ისწავლონ სტრატაპებმა მობილური თამაშების მარკეტინგული აქტივობებიდან?

·         ფუსტრირებული დიზაინ პატერნების მოგვარება 2023-ში;

·         საკმარისია მუშაობა! - ეს იხსნის სამყაროს;

·         Reverse Engineering-ის გაცნობა და iOS სისტემის უსაფრთხოება;

·         მოდის ინდუსტრია მეტავერსში - დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია;

·         კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში;

·         Oops-My Office is Gone - ბედნიერება სამსახურში;

·         Design Thinking - რატომ შეიძლება ის არ მუშაობდეს ისე, როგორც მოსალოდნელია;

·         Behavioral Science - ფსიქოლოგია ტექნოლოგიაში.

 

ბილეთების შეძენა ამ ვებგვერდზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3VHKcSV

 

Touch22-ის ფარგლებში, სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა:

 

·         ჩაერთონ Startup Exhibition-ში;

·         ჟიურის საკუთარი სტარტაპი წარუდგინონ;

·         მოიგოს ფულადი პრიზი - 5000 ევრო.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...