1 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

სექტემბრის სესხებისა და დეპოზიტების და ასევე, ოქტომბრის დეპოზიტების წინასწარი მაჩვენებლები, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ლარის გაუფასურების მხრივ, სენტიმენტების ცვლილებაზე მიუთითებს. საკუთრივ, წინა თვეებისგან განსხვავებით, შედარებით აღდგა სავალუტო დაკრედიტება და მეორე მხრივ, იმატა ლარში დაზოგვამ. აღნიშნული მიუთითებს, რომ წლის ბოლოს სეზონური გაუფასურების მოლოდინების გამო, საბანკო სექტორში დაგროვილი ჭარბი აშშ დოლარი ეტაპობრივად სავალუტო ბაზარს მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების სავალუტო დეპოზიტების გარეშეც, სავალუტო სახსრების სიჭარბე კვლავ მაღალია. ეს კი, მომდევნო თვეებში ლარის გამყარების ანგარიშგასაწევი ფაქტორია.

 

ამასთან, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ თუ საერთაშორისო მასშტაბით რეკორდულად ძლიერი აშშ დოლარი არ დასუსტდა, რაც შემდგომ წლებში, თიბისი კაპიტალის აზრით, სწორედ რომ საბაზო სცენარია, სავალუტო ბაზარზე ვალუტის დამატებითი მიწოდება უფრო სებ-ის რეზერვების შევსებაში აისახება, ვიდრე ლარის მნიშვნელოვან გამყარებაში. ამ მხრივ, აღსანიშნავია რომ უკვე ზედიზედ მე-5 თვეა რაც ეროვნული ბანკი აშშ დოლარის წმინდა შემსყიდველია. სექტემბერში სავალუტო აუქციონისა და მის გარეშე განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა 29 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ოქტომბრის აუქციონის გარეშე ჩატარებული შესაძლო ინტერვენციების მაჩვენებლები ნოემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა სავარაუდოა რომ წმინდა შესყიდვებს ოქტომბერშიც ჰქონდა ადგილი.

 

თავისთავად, სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის ძლიერი მიწოდება რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ერთ-ერთი არგუმენტია. სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება მომდევნო წლის მარტში დაიწყება, თუმცა, შერბილების ციკლის დაწყება არც თებერვალშია გამორიცხული.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...