1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თბილისის უფასო მაღაზია“ Tegeta Care-ზე

სულ ცოტა ხნის წინ, Tegeta Care-ზე, თბილისის უფასო მაღაზიის შესახებ გაჩნდა გრაფა. ეს არის ამბავი, თუ როგორი მარტივი შეიძლება იყოს სიკეთის კეთება. 

შეიძლება, უკვე შეგინიშნავთ კიდეც მწვანე „ფურგონი“, თბილისში, ჭავჭავაძის N33-ში,  ეს საქართველოში პირველი უფასო მაღაზიაა. მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ, საკვები პროდუქტი, ან სხვა ნივთები „მწვანე ფურგონში“  დატოვოთ. ყოველ კვირა დღეს კი იმ ადამიანებს გაატანენ, ვისაც ძალიან სჭირდება. 

თამარ ვახტანგიშვლი, უფასო მაღაზიის დამფუძნებელი, გვიყვება, რომ სხვების დახმარების სურვილი, დიდი ხანია ჰქონდა.  მერე აღმოაჩინა, უფასო მაღაზია ახალ ზელანდიაში, სადაც საკვებითა და სხვა პროდუქტებით იმ ადამიანებს ეხმარებიან, ვისაც ეს სჭირდება. ყველაფერი რომ ზუსტად გაეთვალა, ახალ ზელანდიაში, დამაარსებლებს შეეხმიანა. შემდეგ კი, ეს გამოცდილება და საკუთარი სურვილები გააერთიანა. ასე გაჩნდა მწვანე ფურგონი - თბილისის უფასო მაღაზია. 

თამარ ვახტანგიშვლი: „ყოველ კვირას,დაახლოებით 200 ადამიანს მაინც ვეხმარებით. ამას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება. თითქოს, იდეა, თავიდან, ყველას ძალიან მოეწონა და ბევრმა „აიტაცა“ კიდეც, მაგრამრეალურად, კიდევ უფრო მეტი დახმარებაა საჭირო. თუნდაც, ყოველ კვირას, თითო ადამიანმა 1 პური რომ მოგვიტანოს, ჩათვალეთ, ეს უდიდესი დახმარება იქნება -  მინიმუმ, 200 ლარის დაზოგვას შევძლებთ, იმ თანხებიდან, რითაც ჩვენი მეგობარი კომპანიები გვეხმარებიან. სამაგიეროდ, ამ ფინანსებით სხვა, ძალიან საჭირო და მათთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების შეძენას შევძლებთ. როდესაც იმ ადამიანებზე ვფიქრობ, ვინც ჩვენთან მოდის დახმარების მისაღებად, რომ ხარ იმედი, შეიძლება ბოლო იმედიც, იმიტომ რომ იმ დღეს არ აქვს არაფერი საჭმელი, ეს იმხელა მოტივაციაა, არ გაჩერდე, იმუშაო და სხვებსაც მოუწოდო, რომ ჩაერთონ, შეუძლებელია ამაზე თქვა უარი“.

თამარ ვახტანგიშვილი თავად ფინანსისტია. ამბობს, რომ  არ იყო ადვილი ამ იდეის რეალობად ქცევა. ადვილი არც ახლაა. რეგულარულად, ამ ეტაპზე, 3 კომპანია ეხმარება, მათ შორისაა „თეგეტა ჰოლდინგი.“ 

ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საქველმოქმედო იდეას, ამ პატარა მწვანე ფურგონსაც მუდმივი, უწყვეტი დახმარება სჭირდება. მხოლოდ ასეა შესაძლებელი უფასო მაღაზიის იდეამ უწყვეტად იმუშაოს. 

ვიდეო  -  https://fb.watch/fOmwu7JcfH/

რაც შეეხება პლატფორმა Tegeta Care-ს - გარდა იმისა, რომ კომპანია საკუთარი სოციალურ პასუხისმგებლობის პროექტებზე გვიამბობს, ის ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. აქ შეგიძლიათ, გაიცნოთ ადამიანები, მათი იდეები და თქვენც შეიტანოთ წვლილი მათ დახმარებაში, ვისაც ეს მართლა ძალიან სჭირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...