1 7 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში სანერგე მეურნეობა გაშენდა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში პროექტის განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით საქართველოს ბანკისა და მცირე მეწარმის პარტნიორობის შედეგად კასპში სანერგე მეურნეობა გაშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი კი 60 000 ლარს აღწევს.

„ჩვენი მეურნეობა 0,18 ჰა მიწის ფართობზეა გაშენებული, რომელზეც განთავსებულია სათბური, სადაც ხდება ფისტას თესვა-მოყვანა. მოყვანილი ნერგის გადარგვა კი ხდება  1,25 ჰა მიწის ფართზე. ამ ეტაპზე გამოგვყავს 20 000-დან 25 000 ერთეულამდე ნერგი. ვგეგმავთ გამოყვანილი ნერგების რაოდენობა 3-ჯერ გავზარდოთ. პროდუქციის რეალიზაციას  საქართველოს ბაზარზე ვახდენთ. ბანკის მხარდაჭერით შევძელით 6 ჰა მიწის ფართის შეძენა, სადაც 3 ჰა მიწის ფართზე დამატებით ფისტას ახალაღმოცენებულ ნერგებს გადავიტანთ, ხოლო დანარჩენ ფართზე ვგეგმავთ  ისევ ფისტა გავაშენოთ.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  თავდაპირველად ნერგების მოთხოვნა 10 000 ერთეულამდე იყო, ამ ეტაპზე კი მოთხოვნა დაახლოებით 3 ჯერ  არის გაზრდილი და  ყოველწლიურად  კიდევ უფრო იზრდება. ვფიქრობ ბიზნესის გაფართოებით შევძლებთ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას“, - ამბობს მცირე მეწარმე, ივანე ლელაშვილი.

„რეგიონებში მცირე მეწარმეების მხარდაჭერა ბანკის პრიორიტეტად რჩება. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთი მეწარმისთვის შეგვეწყო ხელი, გაეზარდა მეურნეობა და გაეძლიერებინა ბიზნესი.  ფინანსური რესურსი გაცემული იყო  სასათბურე ფართის მოსაწყობად და მიწის ნაკვეთის შესაძენად, სადაც  დაგეგმილია  ნერგების კიდევ უფრო მეტი რაოდენობით წარმოება, მისი გამოყვანა და რეალიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ  ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილი ფისტას ნერგებზე მოთხოვნილება, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროექტი იქნება ეკონომიკურად გამართლებული. ეს კი  მეწარმეს მისცემს სამომავლო განვითრების შესაძლებლობას.  უკვე არის კიდეც ეს გეგმაც, რაც მოიცავს  სპეციალური დანადგარის შეძენას, რომელიც უკვე მიღებული ნაყოფის მოხალვისა და ამ ფორმით რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...