1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ - თეგეტას კამპანიაში მომხმარებლები ჩაერთნენ

 

„ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის“, „სავალი გზა ქვეითებსაც სჭირდებათ“, „გასაფრთხილებლად ერთხელ დასიგნალებაც საკმარისია“, „სასწრაფოს შენზე მეტად ეჩქარება“ – ამ და სხვა მნიშვნელოვანი მესიჯების გავრცელების ინიციატივა საკუთარ თავზე თეგეტას ახალი კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებმაც აიღეს. ავტომფლობელებს, რომლებიც კამპანიის იდეას იზიარებენ და სურთ,წვლილი შეიტანონ საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაში, კამპანიის ფარგლებში შექმნილი ახალი საგზაო ნიშნების მანქანის სტიკერები დაურიგდათ. ამ ჟესტით ისინი კამპანიის ამბასადორები ხდებიან და  ყოველდღიურად შეახსენებენ თანამოქალაქეებს მათთვის ყველაზე აქტუალური კულტურული ნორმების შესახებ. 

გიორგი გაფრინდაშვილი, ავტომფლობელი:სიამოვნებით ჩავერთე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში. ქალაქში გადაადგილებისას ბევრ პრობლემას ვაწყდები და ვფიქრობ, რომ ყველა მესიჯი, რაც კამპანიის ფარგლებში გავრცელდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ავტომობილისთვის ავარჩიე სტიკერი: „ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის“. ეს პრობლემა ერთნაირად აქტუალურია როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ გადაადგილებისას. ძალიან ხშირად მხვდებიან მძღოლები, რომლებიც სიგარეტის ნამწვებს ან სხვა სახის ნარჩენებს გაუაზრებლად ისვრიან მანქანიდან. მინდა მოვუწოდო მათ, დაიცვან სისუფთავე, ნუ დაანაგვიანებენ ქუჩებს და იზრუნონ მოძრაობის კულტურაზე“.

კამპანიაში ჩართვის სურვილი 500-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოთქვა, იდეის მხარდაჭერისთვის თითოეულ მათგანს საჩუქრად „თეგეტა მოტორსის“ 25%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცა.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ზრუნვა და განვითარება საკვანძო ღირებულებებია. როგორც რეგიონის წამყვანი კომპანია ავტოინდუსტრიაში, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობთ, ბრენდის ეს ხედვა კონკრეტულ აქტივობებში გამოვხატოთ და საერთო მიზანს საზოგადოების ჩართულობით მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ ვიგრძენით პასუხისმგებლობა, რომ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ, თანამოქალაქეებთან ერთად, დისკუსია წამოგვეწყო და რეალობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. გვიხარია, რომ თანამოაზრეები ჩვენს მომხმარებლებს შორისაც მრავლად გამოგვიჩნდნენ, რადგან გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა“.

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ კამპანიის მხარდამჭერებს „თეგეტა მოტორსის“ ვაუჩერებით სარგებლობა როგორც სერვისზე, ისე ნებისმიერ სასურველ ავტოპროდუქტზე წლის ბოლომდე შეუძლიათ. 

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და გავრცელდა უჩვეულო საგზაო ნიშნები, სიმბოლოები, რომლებიც როგორც მძღოლების, ისე  ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და ადამიანებს მეგობრულად შეგვახსენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საერთო სიკეთისთვის ქვეყანაში საგზაო კულტურა გავაუმჯობესოთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...